მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა

26 აპრილი 2020, 11:03 1715 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა.  სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსის 2 921 439 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 836 978-ია.

როგორც ინფიცირებულთა, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ ლიდერობს, სადაც კოვიდ 19-ის 960 896 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობამ კი - 54 265-ს მიაღწია. ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს ესპანეთს , იტალიასა და საფრანგეთს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში