6 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 3 გამოჯანმრთელებული. ამ დროის მონაცემებით საქართველოში 431 კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, 132 გამოჯანმრთელებული და 5 გარდაცვლილია.
აჭარაში დღეს დადასტურებული ერთი ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება , ეს არის 70 წლამდე ქალი , რომელიც 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მასთან კონტაქტში მყოფი მხოლოდ ერთი პირია . ახალი ინფიცირებული კლინიკა მედალფაში მკურნალობს.კლინიკაში ამ დროისთვის 38 ინფიცირებული მკურნალობს.