სოფლების ნაწილში სურსათისა და მედიკამენტების სიმცირეზე საუბრობენ

22 აპრილი 2020, 20:18 2033 ნახვა

აჭარის სოფლებში მცხოვრებლები, სურსათისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბრობენ. მოსახლეობა საავტომობილო გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს, მაღაზიებში პროდუქციის დეფიციტის მიზეზად.

მოქალaქეები ჩვენთან საუბარში ყვებიან, რომ საჭიროებისთვის  გადაადგილების უფლებას ვერც  ცხელ ხაზზე დაკავშირების შემდეგ იღებენ. ხელვაჩაურის მერმა დღეს, მობილური ჯგუფების შექმნა დაანონსა, რომლებმაც მაღალი ზონის სოფლები სურსათით უნდა მოამარაგონ. ხვალიდან დაანონსა სოფლოების ნაწილში პროდუქტების შეტანა ქობულეთის მერმაც.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი