ერაყიდან დაბრუნებულ სპეცრეისს აეროპორტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდა

22 აპრილი 2020, 14:37 6231 ნახვა

ერაყიდან საქართველოში დაბრუნებულ 70 საქართველოს მოქალაქეს აეროპორტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი დახვდათ. სპეცრეისი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მოქალაქეები სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

აღნიშნული რეისით ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, 39 წლის გენადი ცენტერაძე ჩამოასვენეს. რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია "რეკან გრუპ ჯორჯიას" მიერ დაფინანსდა.

სპეცრეისი აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით განხორციელდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი