ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ, 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა! - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოზი ქართველებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და დასძენს, რომ „ღვთის წინაშე სიმართლით ცხოვრებით ყველა მწუხარება გაქრება“.