საქართველოს დროით 14:50 წუთზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი გადმოვიდა.
ცეცხლს გვიან ღამით, საქართველოში სპეცრეისით ჩამოიტანენ.
იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალი წელს მრევლის გარეშე შესრულდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ეკლესიის წარმომადგენელი იმყოფებოდა.