"სოკარ ჯორჯია გაზის" ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირდება. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში აღნიშნული ობიექტები 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაიხდიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ნათია თურნავას განმარტებით, კომპანია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა, რითაც ისინი შეძლებენ პურის ფასის შენარჩუნებას.
"ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის"- ნათია თურნავამ.