მანქანით გადაადგილების შეზღუდვა ტაძარში მიმსვლელებს ვერ შეაფერხებს, ამ ორ ფაქტს შორის კავშირი არ არის

17 აპრილი 2020, 00:06 1569 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ამბობს რომ ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, მრევლის ტაძარში მისვლას არ შეაფერხებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეები რეკომენდაციებსა და საგანგებო რეჟიმ ის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს არ ასრულებდნენ, ამიტომ ზომების გამკაცრება გახდა აუცილებელი.

მინისტრი ამბობს, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილება სხვებისთვისაც უნდა გახდეს მისაბაძი.

"თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიულ გადანაწილებას დავინახავთ, რომ მანქანით გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მიმსვლელებს, შესაბამისად ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის, ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ სოციალური დისტანცია.

აჭარაში გაქვთ საუკეთესო მაგალითი,როცა თქვენმა მღვდელმთავარმა მოუწოდა მრევლს, რომ დარჩნენ სახლში და ადგილზე მოხდება საეკლესიო პირების მხრიდან ლოცვის ჩატარება და ამის ყველაფრის ტრანსლაცია.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა რეგიონების მღვმდელმთავრებიც მიბაძავენ ამ სანიმუშო მაგალითს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა და როგორი მოწოდებებიც არის მთავრობის მხრიდან განხორციელებული. ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ჩვენ ვატყობთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც არის საჭირო. ამიტომ ეს არ არის პრევენცია, ეს წარმოადგენს ასახვას რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება სულ მალე დავდგეთ თუ ამ წესებს არ დავიცავთ" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი