"უმორჩილესად გთხოვთ, ვილოცოთ სახლიდან, ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ექიმი, იძულებული ვარ გითხრათ"- ამირან გამყრელიძე

16 აპრილი 2020, 21:31 2058 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ხალხს თხოვს , რომ დარჩენენ სახლში, ასევე იმედოვნებს, რომ წლის ბოლოს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად იქნება, მაგრამ მანამდე, ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრი იარაღი მაინც სოციალური დისტანცირებაა.

მისივე თქმით საჭიროა მოსახლეობამ გაითვალისწინოსწინოს რეკომენდაციები და აღდგომის დღესასწაული სახლებში აღნიშნონ.

"მოგმართავ თხოვნით, რომ წელს აღდგომის აღნიშვნის ფორმატი შევცვალოთ, რადგან უდიდესი საშიშროების წინაშე ვდგავართ, რომ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამ სპირალიდან გამოსვლა შემდეგ ძალიან რთული იქნება ნაკლები დაზიანებით, გვექნება ბევრი დაზიანება. ამიტომ ჩემი უმორჩილესი თხოვნაა: თავი შევიკავოთ ეკლესიაში წასვლისგან, ვილოცოთ სახლიდან, ჩვენი მღვდელმთავრები ილოცებენ, ჩვენი მამაოებიც ჩვენთვის და ეს ლოცვა, დარწმუნებული ვარ უკეთესი იქნება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ჩვენი მისვლა ტაძარში. კარგად გამიგეთ ხომ, რომ ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ექიმი ვარ, იძულებული ვარ, რომ გითხრათ ამ საშიშროების შესახებ“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი