საფრანგეთის ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ბორტზე კორონავირუსი 700-მდე მეზღვაურს დაუდგინდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროზე დაყდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა.
ინფიცირებულთაგან 31 ქალაქ ტულონში წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული, მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება. აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 2 293 ადამიანი დაიღუპა და 27 110 დაინფიცირდა. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 28 326-ს მიაღწია.