კომენდატის საათს მრევლი ეკლესიაში გაატარებს

15 აპრილი 2020, 20:55 1561 ნახვა

 

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსპიკერის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სააღდგომო წირვაზე მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და მას დილის ექვს საათზე დატოვებს.

"კომენდანტის საათის დაცვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება, ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ ჩვენს მცდელობას რომ ვზრუნავთ და არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს გულწრფელ მსახურებაში", — განაცხადა ჯაღმაიძემ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი