ქობულეთში ხანძარია, ცეცხლი შემოვლითი გზის მიმდებარედ ეკალ-ბარდებსა და კრიპტომერიის ძირებს უკიდია. მეხანძრე მაშველები ამ დრომდე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. თუმცა არსებული ინფორმაციით პროცესს ქარი აფერხებს.
ბათუმიდან ქობულეთში ხანძრის ჩასაქრობად გაიგზავნა 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი დაახლოებით 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის 7 ბრიგადა და 40-მდე მეხანძრე-მაშველი.
უწყების განმარტებით ცეცხლის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტზე ან ტყეზე არ არის. რამ გამოიწვია ხანძარი ამ ეტაპზე უცნობია.