თენგიზ ცერცვაძე აჭარაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლის

15 აპრილი 2020, 17:59 3210 ნახვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რამდენიმე საათში ბათუმში იქნება. კლინიკის პრესსამსახურის უფროსის განმარტებით, იგი იმ კლინიკაში მივა, სადაც კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მათ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა.

"ვინაიდან პაციენტების მკურნალობას ბატონი თენგიზი კურირებს, მან თავი ვალდებულად ჩათვალა ადგილზე გაცნობოდა პაციენტების მდგომარეობას, მოესმინა მათი ეპიდანამნეზი. ის შეხვდება მედპერსონალს და გაესაუბრენა მათ მკურნალ ექიმებსაც"-განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა.

უკავშირდება თუ არა მთავარი იმუნოლოგის ვიზიტი რეგიონში გართულებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ამაზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში