დღეს საღამოს ცხრა საათიდან, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა და გამოსვლა აიკრძალება, მიზეზი კი ვირუსის შიდა გავრცელების გახშირებული შემთხვევებია. ასეთმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობაში კითხვები გამოიწვა, სად იწყება და სად მთავრდება ბათუმი, კონკრეტულად სადამდე შეუძლია მოსახლეობას გადაადგილება.