ქობულეთის კლასტერი გაფართოვდა. ფოთში კორონავირუსი დაუფიქსირდა ექიმს, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.
ფოთის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ ინფიცირებულია 70 წლამდე ასაკის კაცია. ვირუსი მას გუშინ დაუდასტურდა, დღეს კი ოჯახის ორ წევრს იკვლევენ.
''ორი დღის წინ მოგვმართა მამაკაცმა, გვითხრა, რომ ქობულეთში მის კოლეგებს დაუფიქსირდათ კორონავირუსი და მასაც სურდა კვლევების ჩატარება. მივეცით მითითება, რომ ყოფილიყო თვითიზოლაციაში, გაეზომა ტემპერატურა. გუშინ მცირედი ნიშნები დაეწყო და კვლევა ჩავუტარეთ. სამწუხაროდ დადებითი პასუხი მოვიდა და ეს ფოთში ინფიცირების პირველი შემთხვევაა. ამბობს, რომ ქობულეთის პროცესების შემდეგ ბინაში იყო თვითიზოლაციაში. ჯერ ოჯახის ორ წევრს ვიკვლევთ, შემდეგ კი კონტაქტების მოძიება დაიწყება'', - განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.
ინფიცირებული ექიმი კლინიკაში გადაიყვანეს.