საქართველო საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან დახმარებას მიიღებს

14 აპრილი 2020, 18:16 1775 ნახვა

საქათველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  მიაღწია შეთანხმებას და წლის ბოლომდე 447 მილიონ დოლარს დამატებით მიიღებს. გარდა აღნიშნულისა სხვა დონორი ორგანიზაციებიდან სახელმწიფოს მიმართულებით  მილიარდ 500 მილიონი დოლარის აკუმულირება მოხდება. გიორგი გახარიას განცხადებით, ფინანსურ სექტორს მილიარდ ნახევარი დოლარით დაეხმარებიან.

"ჩვენ დავასრულეთ უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი