სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო, მთავრობა რელიგიურ დღესასწაულებზე სასაფლაოების დახურვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
„ყველანაირი შეზღუდვა რაც არსებობს ყველას ეხება, რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოების მონახულებას, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს“ ,- აღნიშნა გახარიამ.