"საქართველო ძალიან ძლიერად დახვდა ამ კრიზისს"- ნათია თურნავა

13 აპრილი 2020, 22:51 1558 ნახვა

გადაცემა თავისუფალ სივრცეში სტუმრობისას ეკონომიკის მინისტრმა, განაცხადა რომ ეკონომიკა ძალიან მომზადებული იყო და შესაბამისად ქვეყანა მობილიზებული დახვდა ამ გამოწვევას. 

"საქართველო ძალიან ძლიერად დახვდა, ამ კრიზისს, ამ გამოწვევას რადგან წინა პერიოდში ბევრი რეფორმა განვახორციელეთ. ეკონომიკაც საკმაოდ მომზადებული იყო და რესურსიც გვქონდა. მაინც მარტო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გარეშე ამ კრიზისს ვერ გადალახავს," - ნათია თურნავა 

მინისტრის განცხადებით, ხვალ პრემიერ მინისტრი გააკეთებს განცხადებას, თუ რა შეთანხმდება მოხდა მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის.

მინისტრმა ასევე დააანონსა, რომ ხვალ გამოცხადდება კონკრეტულ პირებზე მიმართული დახმარებები, რაც ეყრდნობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დონორების დახმარების სტრატეგიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი