ვიდრე ის პატიმრობაშია, მანამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხება შესრულებული არ არის - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ტვპირველი სეტრეში განაცხადა. მნშვნელოვანია, რომ ვიდრე საარჩევნო სისტემაზე კენჭისყრა ჩაინიშნება, მანამდე უნდა მოხდეს ირაკლი ოქროაშვილის გათავისუფლება. ეს იყო შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ბოკერია ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ხელისუფლებასთან მივიდნენ ასეთ შეთანხმებამდე, უნდა დამტკიცდეს საარჩევნო სისტემა და მოხდეს სამი პოლიტპატიმარის გათავისუფლება. არსებობს ბევრი მეთოდი ამ ადამიანების გათავისუფლების - არის შეწყალება, პროცესუალური დარღვევები და ა.შ. მთავრია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და პოლიტპატიმრების გამოშვება. თუ ამას არ გააკეთებს, ნორმალიზება ვერ მოხდება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები და ხელისუფლებას ძვირის გადახდა მოუწევს.
„ირაკლი ოქრუაშვილი რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია. ოქრუაშვილი დაკავებულია მისი პოლიტიკური აქტივობის გამო და იმ კრიმინალური და დანაშაულებრივი მიდგომის გამო, რაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა აირჩია.
ვიდრე ის პატიმრობაშია, შეთანხმება შესრულებული არ არის. არ უნდა მოტყუვდეს ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ამ ტიპის საფრთხის დროს, რაც საქართველოს და მთელი მსოფლიოს წინაშეა და რასაც პანდემია ჰქვია, რაიმე შეიცვალა. საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, შემდგომ გვექნება არჩევნები და თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და გიგი უგულავასი, არ იქნება ვითარების ნორმალიზაცია და ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს მისი ამ არჩევანის გამო. ამ შეთანხმების შესრულების ბევრნაირი ინსტრუმენტი არსებობს ივანიშვილის და მისი გუნდის ხელში. უბრალოდ, ჯერ მას ეს შეთანხმება არ აქვს შესრულებული. საარჩევნო სისტემის რეფორმის დაწყებამდე, რაც მოხდება ალბათ ამ პანდემიის გადავლის შემდეგ ან ბოლოსკენ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ, გამარჯვებული საქართველოს ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიცია ამბობს, რომ ოქროაშვილი პოლიტიკურ პატიმარია, რადგან ხელისუფლებას არანაირი მტკიცებულება აქ აქვს, რომ ის დამნაშავეა. ბოკერიას თქმით, ამაში დარწმუნდნენ საერთაშირისო პარტნიორებიც და ამიტომაც წერია პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ გარკვევით შეთანხმებაში, მათ შორის ირაკლი ოქროაშვილის სახელი.