თურქეთის შს მინისტრმა, მაღაზიებთან შექმნილი რიგების გამო, გადადგომაზე განცხადება დაწერა - ერდოღანმა არ დააკმაყოფილა

13 აპრილი 2020, 10:40 2135 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადება გადადგომის თაობაზე არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მიზეზი სავარაუდოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა გახდა. საქმე ეხება კომენდანტის საათის დაწყებამდე მაღაზიებში არსებულ რიგებს. მინისტრმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. 

თურქული მედიის ინფორმაციით, სულეიმან სოილუ განმარტავს, რომ იზოლაციის დროს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია "არ შეესაბამებოდა კარგად მართულ პროცესს".

10 აპრილს კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 31 პროვინციაში 48-საათიანი „კომენდანტის საათი“ დააწესა. ათობით ადამიანი მაღაზიებსა და პურის საცხობებთან მივიდა, საქონლის შესაძენად. იყო რიგები და მოქალაქეები სოციალურ დისტანცირებას არ იცავდნენ.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 56 956 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 1 198-ია.

სულეიმან სოილუ ​თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრად  2016 წლის აგვისტოში დაინიშნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი