სიურპრიზი  კარანტინში მყოფებისთვის

12 აპრილი 2020, 12:28 933 ნახვა

ჩაქვში სასტუმრო ოაზისში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მყოფებს სასტუმროს ადმინისტრაციამ სიურპრიზი მოუწყო. საღამოს სანაპიროსთან მათთვის ბენდმა „ფორაპმა„ დაუკრა. კარანტინში მყოფები წარმოდგენას აივნებიდან ადევნებდნენ თვალს.

სასტუმროს საკარანტინო ზონაში სულ 84 სტუმარი ჰყავთ.კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.ამ დროის მონაცემებით,   მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით  საკარანტინო სივრცეები 86 სასტუმროშია მოწყობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში