მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 600 ათასს გადასცდა

10 აპრილი 2020, 13:19 2294 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ 600 000 ადამიანს აღემატება.   COVID 19-ი 350 000 -ზე  მეტმა ადამიანმა უკვე დაამარცხა.                                            

ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობით  ისევ ესპანეთი ლიდერობს.  ქვეყანაში ინფექციით, 150 000 -ზე მეტი ადამიანია დაავადებული. ამის გამო   ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 26 აპრილამდე  გააგრძელა.  თუმცა,ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,დღე-ღამეში ინფიცირების მაჩვენებელი უკვე ერთი კვირის განმავლობაში ცოტათი იკლებს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი მატულობს.                                    

საფრანგეთში პიკის მოახლოებაზე საუბარი ნაადრევია. კორონავირუსი ქვეყანაში 120 000 ადამიანს დაუდგინდა და ზრდის ტენდენცია ჯერ ისევ  შენარჩუნებულია. გარდაცვლილია 12 000. მეზობელი ბელგიის მთავრობამ ექიმებისთვის  მის მიერვე შეძენილი    სამედიცინო ნიღბების პარტია ამოიღო.  სამი მილიონი ნიღაბი დეფექტიანი აღმოჩნდა.                                                          

დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანეს. 55 წლის პოლიტიკოსი დაუნინგ-სტრიტზე სამსახურში მისვლას კიდევ ერთი თვე ვერ შეძლებს. მანამდე მას საგარეო საქმეთა მინისტრი შეცვლის. 

დიდ ბრიტანეთში 65 000 -ზე მეტი ინფიცირებულია, 8000 - მდე ადამიანი გარდაიცვალა.                                       

რუსეთში კი COVID 19 -ის ინფექცია 11 000 -ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. გარდაიცვალა 94.  ქვეყანაში მილიონზე მეტ ადამიანს ტესტი ჩაუტარდა.    სამხრეთ კორეაში ეპიდემია იკლებს. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის მხოლოდ 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში  სულ 10 450 ინფიცირებულია, ვირუსმა 208 ადამიანი იმსხვერპლა.                                                      

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს უახლოვდება. გარდაცვლილთა სიაში 17 000 -მდე  ადამიანია აღნუსხული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი