კოვიდ 19-ის ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ჩინეთში

25 ნოემბერი 2022, 19:29 776 ნახვა

ჩინეთში კოვიდ 19-ის ახალი 31 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 90 %-ზე მეტი უსიმპტომო იყო. ჩინური მედიის ცნობით, ამ რაოდენობამ აპრილ-მაისის მაჩვენებელს გადააჭარბა. კორონავირუსის შემთხვევების მატებამ გავლენა იქონია ბიზნეს საქმიანობაზეც, გარკვეულ კომპანიებში დასაქმებულები კვლავ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან. ცნობისთვის, კოვიდ 19-ის ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო პეკინში პარკები და მუზეუმები დაიხურა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში