გუშინ, 8 აპირილს, გვიან ღამით, 3:00 საათზე ხემლთაშუა ზღვაში მცურავ გემს " BELLATRIX"-ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
როგორც ბათუმელი მეზღვაური, გიორგი თუშმალიშვილი ფეისბუქზე წერს, ცეცხლმოდებულ გემის ეკიპაჟის წევრებს დახმარება გაუწიეს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი - Arife-ს ეკიპაჟის წევრებმა სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს და ცეცხლმოდებული გემიდან ყველა მეზღვაური უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.
"გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე, საბედნიეროდ მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოყვანილი იქნა ეკიპაჟის 12 -ვე წევრი. მადლობა ღმერთს მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ" - წერს მეზღვაური და ვიდეოს ავრცელებს.