დღეს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში საბერძნეთიდან დაბრუნდება. თბილისი-ათენი-თბილისის რეისს ავიაკომპანია „ ჯორჯიან ეარვეისი შეასრულენს.
მომდევნო ავიარეისებია: 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი; 12 აპრილი - თბილისი-ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;16 აპრილი - თბილისი-პარიზი-თბილისი; 18 აპრილი - თბილისი-თელავივი-თბილისი; 21 აპრილი - თბილისი-რომი-თბილისი; 24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი; 27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი. ბილეთების გაყიდვა რეისამდე ორი დღით ადრე უნდა დაიწყოს და ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.
საქართველოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.