უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად დამატებით ორი რეისი დაინიშნა 

06 აპრილი 2020, 13:01 1752 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უცხო ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებად კიდევ ორი რეისი დაინიშნა.

7 აპრილს განხორციელდება ფრენა თბილისი-ათენის მიმართულებით, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

'' ეს არის ის რეისები, რომლებიც უკვე იყო დაანონსებული და რომელზეც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა. ეს იქნება ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის შესაბამისად. ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ ჩვენს მოქალაქეებს. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ სამი ახალი მიმართულება, ეს გახლავთ 16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. ყოველდღიურად საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საბჭოს წევრებს და პრემიერ-მინისტრს ვუყვები ამ პროცესის შესახებ და ვიღებ შესაბამის მითითებებს. დღევანდელი ჩვენი კონსულტაციების შედეგად კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება.

24 აპრილს და 27 აპრილს განხორციელდება თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმათულებით და ასევე თბილისი-ვარშავას მიმართულებით. ეს ფრენებიც განხორციელდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების შესაბამისად. ბილეთები გაიყიდება ორი დღით ადრე და ბუნებრივია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი