ძალოვანი უწყებები საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვებ პუნქტების კონტროლს ახორციელებენ და ყველა მოძრავ ავტომობილს ამოწმებენ.
ბათუმში სამი ბლოკპოსტია მოწყობილი ხელვაჩაურის გზაზე, აეროპორტის გზატკეცილზე და თამარის დასახლებაში. მანქანები მოწმდება მგზავრთა რაოდენობაზე, მოქალაქეებს სამხედრო ექიმები უტარებენ თერმოსკრინინგს და აძლევენ რეკომენდაციებს.