ხვალ აჭარაში ამინდს განსაზღვრავს, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გადმონაცვლება, რომლის გავლენითაც მთელი დღის განმავლობაში იწვიმებს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა შენარჩუნდება კვლავ დაბალ ნიშნულზე: სანაპირო კურორტებზე + 11, +13, მთაში 5,+7 გრადუსი.
სამშაბათს დღის საათებში- აჭარის როგორც სანაპირო, ასევე მთიან ზოლში გამოიდარებს.