ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომების მქონდე 2 პაციენტს აკვირდებიან. ისინი კლინიკაში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს. პასუხები დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
ბათუმის ინფექციურში მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ამ დრომდე 3 პაციენტი გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 4 ინფიცირებულია კლინიკა "მედალფაში".