ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.
ამჟამად საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს, ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკას მალე დატოვებს. სამი პაციენტი კი, მკურნალობის ეტაპს გააგრძელებს.
საქართველოში უახლესი მონაცემებით კორონავირუსის 79 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი, უკვე 11 ადამიანია.