საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
2 ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთი ორსული ქალბატონია.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247 პირი.