ის რომ ვიღაცამ აიღო ტელეფონი და დარეკა ტელევიზიაში არ ნიშნავს, რომ მას უფრო უჭირს - სოზარ სუბარი ეკომიგრანტებზე

25 მარტი 2020, 16:28 1881 ნახვა

ის რომ ვიღაცამ აიღო ტელეფონი და დარეკა ტელევიზიაში არ ნიშნავს, რომ მას უფრო უჭირს-ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერის მრჩეველი, სოზარ სუბარი აჭარიდან მარნეულში ჩასახლებული ეკომიგრანტების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ რეგიონში პროდუქტებისა და მედიკამენტების დეფიციტია.

"რამდენიმე საათის წინ მე მქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ქვემო ქართლში ცხოვრობს რამდენიმე ათასი ეკომიგრანტი. აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები არაფრით განსხვავდება იმ ეკომიგრანტებიდან, რომლებიც ცხოვრობენ აქ. სოციალურად დაუცველებს ვეხმარებით, ამისთვის არსებობს ჯგუფები. აჭარის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა მზაობა, რომ ჩამოეტანა პროდუქტები და დახმარებოდა დისველში მცხოვრებ ეკომიგრანტებს.  ეს რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ეს არ ნიშნავს,იმას, რომ დისველელს უფრო მეტად უჭირს, ვიდრე სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებს. ის რომ ვიღაცამ აიღო ტელეფონი და დარეკა ტელევიზიაში არ ნიშნავს, რომ მას უფრო უჭირს. ეკომიგრანტების სოფლიდან, ტანძიიდან სადაც არიან სვანები ჩამოსახლებული იყო დღეს ზარები, იქ თითქოს განსაკუთრებული პრობლემაა. იყო 2 პრობლემა, ერთი პატარა მაღაზია მეპატრონეს შეეშინდა და დაკეტა, ჩვენ ვმუშაობთ მასთან და ალბათ დავარწმუნებთ და გახსნის და მეორე, კონკრეტული ადამიანი ჩავიდა ბოლნისში და ლობიო დახდა გაძირებული. ძალიან ცუდია, როცა ლობიო და კარტოფილი ძვირდება, მაგრამ ნეტა მეტი პრობლემა არაფერი იყოს და ასე გადავიაროთ ეს კორონავირუსი"- განაცხადა სოზარ სუბარმა.

საკითხზე კომენტარი გააკეთა დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის განცხადებით მარნეულსა და ბოლნისში არ არის სოფელი, სადაც პროდუქტებისა და მედიკამენეტების დეფიციტია. "

დადასტურებულად გეუბნებით, რომ არსად დეფიციტი და შეფერხება არ არის-ასე უპასუხა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას.

ჟურნალისტი: აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები აცხადებენ, რომ მათ დეფიციტი აქვთ მედიკამენტების, პროდუქტების, არიან სოციალურად დაუცველები და აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ რეაგირებს. 

"ასე არ არის მეგობრებო, კარანტინი ორი დღეა რაც გამოცხადდა და თავშივე ეს განცხადება არალოგიკურია. ჩვენ დღეს აქ იმისთვის ვართ შეკრებილნი, რომ მომავალში არ შეიქმნას დეფიციტი. დადასტურებულად გეუბნებით, რომ არსად დეფიციტი და შეფერხება არ არის. ზუსტად მაგისთვის ვართ შეკრებილნი, რომ არსად ეს შეფერხება და დეფიციტი არ გაჩნდეს მომავალში, ეს ეხება იმ სოფლებს, რომლებიც უფრო მოშორებითაა  ცენტრიდან, სადაც უფრო მობილიზებულია სურსათის მიწოდება. ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა სოფელს შეუფერხებლად მიეწოდოს პირველადი პროდუქტი"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მოხალისე ნანა გაბაიძე, რომელიც ერთ-ერთია აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის "მთავართან" საუბრისას აცხადებდა, რომ სოფელში 100 ოჯახი ცხოვრობს, მათგან დახმარება კი მხოლოდ 4-მა მიიღო. მისივე თქმით, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასევე, ხანდაზმულებს სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები და თავდაცვითი საშუალებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი