NDI – ს კვლევა

23 სექტემბერი 2016, 00:00 4005 ნახვა

8 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად NDI-იმ საარჩევნო პროცესებში ქალი კანდიდატების მონაწილეობა გაანალიზა. ამჟამად ქალები საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 12% შეადგენენ, რაც ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე - 25. 8% - ნაკლებია. საქართველო ქალების პოლიტიკური მონაწილეობის მონაცემით მსოფლიოს 194 ქვეყნიდან 147-ე ადგილს იკავებს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ უთანასწორობა მაღალი ალბათობით  ახალი მოწვევის პარლამენტში გაიზრდება, რადგან დიდ და პოპულარულ პარტიებს  ყველაზე ცოტა ქალი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი.

ამავე კატეგორიაში