აჭარაში საჭიროების მქონე 70 წელს გადაცილებულ პირებს საკვებს სახლში მიუტანენ - #დარჩისახლში

19 მარტი 2020, 15:07 6532 ნახვა

აჭარაში  70 წელს გადაცილებულ  და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც მთავრობის ინიციატივით თვითიზოლაციაში უნდ აიყვნენ,  საკვებს სახლებში მიაწვდიან -  ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

საუბარია იმ მოხუცებზე, რომლებსაც სოციალური დაცვის ბაზაში 100 000 ქულაზე ნაკლები უფიქსირდებათ და ასეთი სულ 6400 ადამიანია. 

"6000-ზე მეტ მოხუცს გადავწყვიტეთ მივუტანოთ სასურსათო კალათა. პროცესში ჩართული იქნება სხვადასხვა რგოლი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოხუცებს დარჩნენ სახლში, ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვას. ისინი ვინც, 100 000 ქულაზე ნაკლებ სოციალურ ბაზაში აღირიცხებიან სახლში მიიღებენ სასურსათო კალათას. ჩვენ ვაპირებთ, რომ პირველადი მედიკამენტების კუთხითაც უზრულველყოთ მათი დახმარება"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი