ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართავს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გადახედოს.
პლატფორმა X-ზე იგი პია კაუმასთვის გაგზავნილი წერილის ასლსაც აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „ივანიშვილის რეჟიმი ამ ვიზიტს მხოლოდ ავტორიტარული მმართველობის ლეგიტიმაციის საშუალებად გამოიყენებს.
აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის არ უნდა გამოიყენონ“, - წერს უილსონი.