შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მოხდა - მიხეილ ყაველაშვილი

05 იანვარი 2025, 21:05 251 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მიხეილ ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

„ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი "ფეისბუქზე".

რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს, დღეს დილით, ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში