სასწავლო პროცესი შესაძლოა 26 აპრილსაც ვერ აღდგეს

18 მარტი 2020, 12:05 2975 ნახვა

სავარაუდოდ სასწავლო პროცესი საქართველოში 26 აპრილსაც ვერ აღდგება, პრემიერ-მინისტრი ეჭვს გამოთქვამს,რომ ამ ვადებში ქვეყანამ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშე იგი პანდემიის გამო დგას. ეს განცხადება მან „ღამის კურიერის“ ეთერში გააკეთა.

26 აპრილამდე სწავლის გადადების დროს, გიორგი გახარიას თქმით, არსებობდა გეგმა თუ როგორ მოხდებოდა განაცდური დღეების აღდგენა, თუმცა აუცილებელი გახდება ახალი გეგმის წარმოდგენა და ამაზე მუშაობა დაწყებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი