საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი მარტივი გამოსავალია - პრემიერი

17 მარტი 2020, 14:16 2851 ნახვა

საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გვაქვს. ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას უპასუხოს და ასე გაგრძელდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„რაღაც მომენტი შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამას მივიღებთ. ეს არის პროცესი, ეს არის მართვა მართვის პროცესი, როგორ ვებძროლოთ ვირუსს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გვაქვს, როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებლობა იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, რაღაც პერიოდი შეიძლება მოგვიწიოს კარანტირული პირობების მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება. 

"მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი. ეს ძაან მარტივი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ამას რა ფასი ექნება. ეს ყველაფერი რომ დასრულდება ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სად იქნება? ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა. მეორე გახლავთ ჩვენი მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოჯისტიკა და მეოთხე  პრიორიტეტია სამოქალაქო წესრიგი. 

რაღაც პერიოდი შეიძლება მოგვიწიოს კარანტირული პირობების მდგომარეობის გამოცხადება და ამ მდგომარეობის დამძიმება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრულად ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვა.

თუ კერძო სექტორთან, კომპანიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან იქნება ეფექტური თანამშრომლობა, ქვეყანას და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგება. როგორც კი დავინახავთ, რომ სხვა გამოსავალი არ არის საგანგებო მდგომარეობა კი არა უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობის ძირითადი პრიორიტეტია ადამიანის ჯანმრთელობა"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი