ხულოში ორი პოლიციელის დაჭრასა და ერთი მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს 22 წელი მიუსაჯეს

17 მარტი 2020, 11:24 13539 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული რ.ბ დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ბრალდებულმა  2019 წლის 25 ივნისს, ხულოში, სოფელ ხიხაძირში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.გ.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ იმავე დღეს რ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა პოლიციელებს, რომლებიც მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი ფეხის არეში დაიჭრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი