„სიენენი“ იმ ქვეყნის პოლიტიკოსების შესახებ წერს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან. კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფიე კორონავირუსითაა ინფიცირებული. ის და პრემიერი ახლა იზოლაციაში არიან. პრემიერი ამბობს, რომ მოვალეობის შესრულებას დისტანციურად აგრძელებს, რადგან ჯერ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. საფრანგეთში „კოვიდ -19“-ით ოთხი პოლიტიკოსია ინფიცირებული – პარლამენტის წევრი, კულტურის მინისტრი, სახელმწიფო მდივანი და ეკოლოგიის მინისტრი. ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის მეუღლეს „კოვიდ -19“ დაუდასტურდა.
პრემიერი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ და იზოლაციაში იმყოფებიან.„კოვიდ – 19“ აქვს ბრაზილიის პრეზიდენტის დელეგაციის სამი წვერს. ისინი გასულ კვირას ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ. ტესტი ჩაიტარა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსითაა ინფიცირებული ბრიტანეთში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი. ირანის მთავრობის რვა პროცენტია ინფიცირებული კოვიდ 19-ით.
მათ შორისაა პარლამენტის წევრები. დაფიქსირდა ორი მათგანის გარდაცვალება. ავსტრალიაში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ინფიცირებულია. მას კონტაქტი ჰქონდა აშშ-ს გენერალურ პროკურორთან, ასევე დონალდ ტრამპის შვილთან. თვითიზოლაციაში იმყოფებიან სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე. ისინი სევანის ტბაზე სამთავრობო რეზიდენციაში არიან. იზოლაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა.