სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

14 მარტი 2020, 18:25 1344 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილის განცხადებით, საპატრიარქო სპეციალურ ხსნარს ყველა ტაძარს აწვდის. არქიმანდრიტის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში სადეზინფექციო სამუშაოები იმისთვის ჩატარდა, რომ  ხალხს შიშის არ ქონოდა.

საპატრიარქოს განცხადებით  სხვადასხვა საშუალებითა და სპირტოვანი სითხით ტაძარი ისედაც ყოველდღიურად იწმინდება.მათი განცხადებით  მსახურებები არ შეჩერებულა და ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება წირვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი