20-მდე პოლიტიკურმა პარტიმ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ერთიანი მემორანდუმი გააფორმა, სიმბოლურად ხელი მოეწერა დოკუმენტს უზენაესი სასამართლოს წინ.პროცესი ეტაპობრივად 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყება.
შეთანხმება ხუთ რეფორმას ითვალისწინებს: კერძოდ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღება რეფორმის დაწყებიდან პირველი წლის ბოლოს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე; შემდეგი ოთხი წლის მანძილზე, 2021 წლის ბოლომდე მოსამართლის არჩევითობის შემოღება პირველ ინსტანციაში, რომელიც განიხილავს საქმეთა უმრავლესობას; საკონსტიტუციო ცვლილებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; საკონსტიტუციო ცვლილების გზით - 2017 წლიდან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტის გაუქმება.