ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებს. განმარტავენ, რომ მაშინ, როცა მსოფლიო ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს პანდემიას, საქართველო ვერ იქნება იზოლირებული.
სპეციალისტების ნაწილი გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში პირველადი მოხმარების საგნებზე ფასის მომატებასაც ვარაუდობს. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი, ფაქტს საგანგაშოდ არ აფასებს. თითქმის ერთთვიანი მუდმივი გამყარების შემდეგ ლარმა დოლართან გაუფასურება დაიწყო.