საპროტესტო აქცია იყო ნონეშვილის ქუჩაზე. მოსახლეობამ რამდენიმე წუთით სამანქანე გზა გადაკეტეს. მოსახლეობა ტერიტორიაზე ზეთის გადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირებას აპროტესტებს.
ადგილობრივების თქმით საწარმოში ზეთის რაფინირება ხდება რომელიც მომწამლავ ნივთიერებებს გამოყოფს, ისინი ხმაურს და სპეციფიკურ სუნს უჩივიან. ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა. ტიტე აროშიძის თქმით მოლაპარაკებები გაგრძელდება, საწარმო კი პრობლემების გადასაჭრელად ღონისძიებებს გაატარებს.