კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ი, ლიგა 3-ი, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატები 1 აპრილამდე შეჩერდება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
განცხადებაში წერია, რომ ფედერაციამ გადაწყვეტილება მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მიიღო.
ფედერაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ზომები ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.