როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები უმაღლეს საბჭოში - ოპოზიცია სრულად პროპორციულ მოდელზე საუბრობს

09 მარტი 2020, 12:23 2475 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვს. ნაწილი კი ნახევრად პროპორციული სისტემის მომხრეა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გუნდში მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. დავით გაბაიძის თქმით, მოუწევთ რეგიონის შესაძლებლობების გათვალისწინება. 

''ლელო'', აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით დღეს გამოვიდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 120/30 მოდელით, ამას პარლამენტი გადაწყვეტს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება. 

როგორი სისტემით ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში, ამ ეტაპზე უცნობია. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი