მოძრაობა ,, მე მიყვარს ბათუმის’’ წევრებმა მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში ლაშა კომახიძის სახელზე განცხადება შეიტანეს.
მოძრაობის წევრები , მერისგან ითხოვენ, თუ ვინ გასცა ნებართვა ინასარიძის ქუჩის 21 ნომერში საუკუნოვანი ევკალიპტების გასხვლა- გადაბელვაზე. კიდევ ერთი საკითხი, რაც განცხადებაში აქვთ მითითებული მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ორგანიზებაა.