საკრუიზო ხომალდზე 21 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

07 მარტი 2020, 12:25 1668 ნახვა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 3 497 -მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი - 57 624-ია. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 28 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის მეზობელ აზერბაიჯანში სადაც კორონავიურისით უკვე 9 ადამიანია დაავადებული ხოლო  აშშ დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 070-ს შეადგენს. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით იტალიაში 197 ადამიანია დაღუპული, ირანში -124, სამხრეთ კორეაში კი 44. დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში