არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრებმა ქალაქის მერიასთან ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ქუჩების ფოტოები, საბურავები და ავტომობილების ნაწილები მიიტანეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თამარ მეფის გამზირზე, ბარცხანის ხიდზე, ხახულისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზე ორმოების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია თანხები, სამუშაოები არ ჩატარებულა და პრობლემა ისევ არ მოგვარებულა, გადაადგილების დროს კი ავტომობილები ზიანდება.
ორგანიზაცია ალტერნატივას წევრები მერიას ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ორგანიზაციას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფოტოები სხვა ქუჩებზეა გადაღებული.
რაც შეეხება ორგანიზაციის მიერ დასახელებულ ქუჩებზე ორმოების შეკეთებას, სულხან ევგენიძის ამბობს, სამუშაოები ოთხივე ქუჩაზე ინტენსიურად კვადრატულობის მიხედვით მიმდინარეობს.