ჯიხანჯური-ზედა ლეღვას დამაკავშირებელ გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გზა 20 წელზე მეტია ამორტიზებულია და 350 ოჯახს პრობლემა აქვს.
გზის ამ მონაკვეთის მოვლა-პატრონობა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციაა. უწყებაში ამბობენ, რომ გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის ნაწილი უკვე შეკეთდა, წლის ბოლომდე კი სრული რეაბილიტაცია მოხდება.